04 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
დაბომბვების სერია - ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის შტაბზე საჰაერო იერიში მიიტანა

ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ისრაელმა საჰაერო იერიში დაჯგუფება ჰამასის შტაბზე მიიტანა.

ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად განადგურებულია ჰამასის 70-მდე ობიექტი, მათ შორის რამდენიმე გვირაბი და იარაღის საწარმოები.

ისრაელმა გაფრთხილების შემდეგ ჰამასის ტელევიზიაც დაბომბა. ოპერაციის შედეგად დაიღუპა დაჯგუფების 3 მებრძოლი, არიან დაშავებულებიც.

ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც ღაზის ტერიტორიიდან ისრაელის სამხრეთ რეგიონების მიმართულებით საერთო ჯამში 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

დღის ამბები