22 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ - ახალციხეში პაკისტანის მოქალაქე დააკავეს

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანი გოგონების მიმართ - 37 წლის მამაკაცი ახალციხეში დააკავეს. ის პაკისტანის მოქალაქეა, რომელიც ახალციხეში მზარეულად მუშაობდა.

ირკვევა, რომ მისი მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი 7 გოგონა გახდა. მათ სამართალდამცველებს, მშობლებთან ერთად, ჩვენება უკვე მისცეს.

გოგონების მტკიცებით, 37 წლის მამაკაცმა მათზე გარყვნილი ქმედება განახორციელა.

კურიერთან გოგონების მშობლები მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, მათ ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ.

სკოლაში, სადაც 7 არასრულწლოვანი სწავლობს, მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მამაკაცი მოსწავლეებს აედევნებოდა და სახლამდე მიჰყვებოდა. სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გარყვნილი ქმედება სკოლაში არ მომხდარა.

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები