19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
"თამარ ჟვანიამ ღიად გამოგვიცხადა, რომ ის ბრძანდება ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი," - აქცია ცესკო-სთან

ცესკო-ში ბრიფინგის შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა მცირერიცხოვანი აქცია გამართეს. ისინი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და მას პოლიტიკურს უწოდებდნენ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა მიზანმიმართულად ხდება, რადგან სამუშაო დღეს ხალხი ვერ შეძლებს რაიონებში ჩასვლას, უცხოეთში მცხოვრებლები კი სამუშაოს საათების გაცდენას.~

"ისინი არიან შეშინებულები. როგორც ჩანს, მათ ეშინიათ რომ მიიღონ ის ხმები ოპოზიციურმა პარტიამ, რაც ემიგრანტებისგან მოდის და ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალონ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნიკა ნოზაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი კი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება ცოტა ხალხი მივიდეს.

"ქალბატონმა თამარ ჟვანიამ ღიად გამოგვიცხადა, რომ ის ბრძანდება ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს ამ არჩევნებზე, შეიზღუდოს გარკვეულწილად უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეების მისვლა არჩევნებზე. 28 კი არა, არარსებული კალენდარული დღე რომ მოიგონონ და ის რომ გამოაცხადონ არჩევნებად, ვერაფერი ვერ უშველით,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები