20 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
თვითმკვლელობა ქუთაისის მეორე საპყრობილეში - გარდაცვლილის ოჯახი, ციხის ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს

თვითმკვლელობა ქუთაისის მეორე საპყრობილეში - 25 წლის ემილ ხოფერიას ოჯახი ციხის ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. გარდაცვლილი გვიან ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, პატიმრისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექციათ. მათივე მტკიცებით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. ხოფერიებისთვის საეჭვოა გარდაცვლილის ის წერილიც, სადაც ბრალდებული თვითმკვლელობაზე საუბრობს. ემილ ხოფერია ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, მას სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.

"მიიყვანეს მკვლელობამდე, მერე არ ვიცი მორგში ხომ მიჰყავთ, რა გააკეთეს ამოუჭრეს რამე? რა საჭირო იყო იმხელა გადაჭრები, მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი,"- აცხადებს, გარდაცვლილის დეიდა, ვიოლეტა ხოფერია.

გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია კი ამბობს, რომ არსებული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ პატიმარს თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგეს.

"წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა,"-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია.

დღის ამბები