16 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
ამ ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სამხედროებს ბრალი დასდოს თავისი თანამებრძოლების ბრძოლის ველზე მიტოვებაში - ყოფილი სამხედრო, ლევან გრიგოლია

ყოფილი სამხედრო, ლევან გრიგოლია „ქართული ოცნების“ ლიდერების დღეს გაკეთებულ მორიგ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, რომლებმაც აგვისტოს ომში მყოფი სამხედროები თანამებრძოლების მიტოვებაში დაადანაშაულეს.

ლევან გრიგოლია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ამ განცხადებების გამო აკრიტიკებს და ურჩევს, რომ სამხედრო საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას მოერიდონ.

მისი შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება, სამხედროებს რაიმე სახით ბრალი დასდონ მაშინ, როდესაც ვერ აკონტროლებენ ოკუპაციის ზონაში ხალხის გატაცებას ან ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო ერთი თვე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება. ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება თავის ტერიტორიაზე და მოუკლეს გიგა ოთხოზორია, ხელისუფლება, რომელსაც ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირა კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპაციის ზონაში სტაცებენ ხალხს და ბოლოს, ბოლო მოტაცებული ქალიც კი იყო, სამი შვილის დედა, იმას მორალური უფლება არ აქვს სამხედროებს ბრალი დასდოს, თავისი თანამებრძოლების ბრძოლის ველზე მიტოვებაში. ეს არის ძალიან სათუთი თემა, ტყვეების გაცვლა და დაღუპულების გაცვლა, რომლის სპეკულირება და პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ ამორალურია. მე ვურჩევ ბატონებს, მართალია, მათ წიგნის წაკითხვის დრო არ ჰქონდათ და განათლების მიღების და არც ჯარში სამსახურის დრო, მაგრამ კონსულტანტები მაინც აიყვანონ და ომზე ფილმებს მაინც უყურონ,“ - განაცხადა ლევან გრიგოლიამ.

ივანიშვილის პარტია ჯართან დაპირისპირების ახალ სერიას იწყებს. ამჯერად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მათ, ვინც აგვისტოს ომის დროს ქვეყანას სიცოცხლის ფასად იცავდა, უმძიმესი ბრალდება წაუყენეს და საკუთარი თანამებრძოლების ღალატში ადანაშაულებენ.

კახა კალაძე და გიორგი ვოლსკი ამბობენ, რომ სამხედროებმა ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი და დაჭრილი მეგობრები მიატოვეს და რომ არა პატრიარქი ცხედრების გამოსვენება შეუძლებელი იქნებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები