23 დეკემბერი 2024,   11:50
ვრცლად
ტყიბულის მაჟორიტარი, "საქნახშირის" დირექტორი და პრემიერი მეშახტეებს და საჯარო სექტორში დასაქმებულებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვენ

ტყიბულის შახტების მფლობელი, კომპანია საქნახშირის დირექტორი ასობით მეშახტეს აშანტაჟებს და არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვენ - ამის შესახებ თავად მეშახტეები კურიერთან ყვებიან.

ჯამბულ ჯაყელმა დასაქმებულს უთხრა, რომ, თუ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ მისცემენ, შესაძლოა, შახტები არ გაიხსნას და 1500 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს. მეშახტეების ქალაქში პირველი ტური სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებლად წააგო - 36 უბნიდან 31 უბანში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

მეშახტეების ამ ხმაურიანი ინტერვიუების გარდა, კურიერმა მოიპოვა მეშახტეების შანტაჟის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება - აუდიოჩანაწერი საქნახშირის დირექტორისა და მეშახტეების შეხვედრას ასახავს, სადაც ისმის, როგორ ზემოქმედებს საქნახშირის დირექტორი მეშახტეების ნებაზე და მათ სამთავრობო კანდიდატის მხარდაჭერას აიძულებს.

ჩანაწერიდან დგინდება, რომ ჯამბულ ჯაყელს ხმების მობილიზება ხელისუფლებამ დაავალა, რადგან ის ჩანაწერში მეშახტეებს ეუბნება, რომ დახმარების თხოვნით მთავრობამ მიმართა.

კურიერთან ჯაყელს თავისი სიტყვები უკან მიაქვს და იმის გამეორება არ უნდა, რაც მეშახტეებთან 13 ნოემბერის დილის ექვს საათზე ილაპარაკა. საქნახშირის დირექტორი მეშახტეებს აიძულებს, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილი მათი ოჯახის წევრებმაც მისცენ.

ჩანაწერში საქნახშირის დირექტორმა მეშახტეებს უთხრა, რომ ორ დღეში ტყიბულში პრემიერი უნდა ჩასულიყო, ასეც მოხდა. მამუკა ბახტაძემ, რომელთანაც შეხვედრას მეშახტეები ბოლო ტრაგედიიდან და 4 მეშახტის დაღუპვიდან მეოთხეა თვეა, ითხოვენ, მათთვის მხოლოდ არჩევნების პირველ ტურის წაგების შემდეგ მოიცალა.

ტყიბულში პირველი ტურის შედეგებით უკმაყოფილო ხელისუფლების სამიზნეები მხოლოდ მეშახტეები არ არიან. ტყიბულის ცენტრში მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ბიუროსთან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში კრებენ პედაგოგებს, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს და ყველა მათგანს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ, ასევე ოჯახის წევრების და მომხრეების მობილიზებას ავალებენ.

ტყიბულის მაჟორიტარი, საქნახშირის დირექტორი და პრემიერმინისტრი - ყველა ერთად ცდილობს დაარწმუნოს ტყიბულელები, რომ მათი მძიმე რეალობა მალე შეიცვლება.

დღის ამბები