16 ოქტომბერი 2019,   02:28
ვრცლად
ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული დაპირებები - "ოცნების" კოორდინატორის მიერ ჩაწერილი ფარული ჩანაწერი პარტიის დახურული შეხვედრიდან

ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხმებს ხალხის ფულით ყიდულობს - კურიერმა ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორის დახმარებით ფარული კამერით მმართველი პარტიის დახურული შეხვედრა გადაიღო.

ქართული ოცნების ოფისში საბურთალოზე კოორდინატორებთან შეხვედრა, თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმი იმართება. შესვლა აკრძალულია, რადგან დავალებები, რომელსაც ხშირად აქტივისტებს ლიდერები აძლევენ, კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, სახელწიფო თანხების გაფლანგვას და ამომრჩევლის მოსყიდვად ადასტურებს.

კურიერს ქართული ოცნების ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი შეხვედრის ფარულ გადაღებაზე დასთანხმდა. კურიერის მიზანი იყო უფრო კონკრეტული მტკიცებულებების მოეპოვებინა, თუ როგორ ხარჯავს ქართული ოცნება ხალხის ფულს პარტიული ინტერესებისთვის.

შეხვედრა კოორდინატორებთან 14 ნოემბერს, დილის 12 საათზე, დაიგეგმა. ოცნების მხარდამჭერებს ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, მურად აბლოთია, შეხვდა, რომელიც დევნილებისათვის დახმარებების გაცემას კურირებს.

შეხვედრაზე დანაშაულის რამდენიმე კონკრეტული ფაქტი გამოიკვეთა - აბლოთია კოორდინატორებს ჰპირდება, შეადგინონ მხარდამჭერების სიები და, თუ ისინი ხმას სალომე ზურაბიშვილის მისცემენ, ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

ოცნების კოორდინატორი კურიერთან ყვება, რომ მას ამომრჩევლების ერთი ჯგუფის მობილიზებისთვის 150 ლარს უხდიან და თავადაც ხმების სანაცვლოდ დევნილებს კუთვნილი ბინების დროულად მიღებაში დახმარებას ჰპირდება. პირობას აძლევს, რომ შვილების სწავლის საფასურს ბიუჯეტიდან დაფინანსებას და ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ.

ამომრჩეველთა მოსყიდვა, საჯარო რესურსის გამოყენება და ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული დაპირებები, ეს ის ფაქტებია, რამაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სისტემატიური ხასიათი მიიღო. 

დღის ამბები