22 ნოემბერი 2024,   15:06
ვრცლად
სუს-ი დიდ სკანდალში ეხვევა - თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია სუს-ის მაღალჩინოსანი, რომელიც დუმილს არღვევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დიდ სკანდალში ეხვევა - დაკავებულია სუს-ის მაღალჩინოსანი, თუმცა, ამ ამბავს ხელისულება მალავს.

სუს-ის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ გაბუნიას, გამოძიება თაღლითობას ედავება. ყოფილი ძალოვანი გლდანის ციხეშია და კურიერის ინფორმაციით, დუმილს არღვევს.

გაბუნია აპირებს, დაასახელოს საქართველოს პროკურატურის ის ორი მაღალჩინოსანი, ვისთანაც დიდი ოდენობით ქრთამიდან წილი მიჰქონდა. სანდრო წყარო კურიერს უყვება, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის დიდი ფულის გამოძალვის საქმეში მთავარი პროკურორის ორი მოადგილე - მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე, მონაწილებდნენ.

სანდრო წყარომ სპეცსამსახურებიდან კურიერს ამ საქმის დეტალები უამბო.

მისი ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულზე საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით ინტერპოლის მიერ ძებნილი ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვები შემოვიდნენ, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის ეძებდა და მათ რამდენიმე მილიონის მითვისებაში ადანაშაულებდა.

კურიერის ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილი დეპუტატი ძმები საქართველოში 6 თვის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაზე პროკურატურის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.

გადაწყვეტილების მიღებამდე კი ძმებ გლუშკოვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ თანხას სძალავდნენ. მათ მიერ ფულის გადახდაზე უარი თქმის შემდეგ დააკავეს და გლდანის ციხეში ჩასვეს.

ძმები გლუშკოვები ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებიან. კურიერის ინფორმაციით, გათავისუფლების სანაცვლოდ მაღალჩინოსნები თანხას 300 ათს დოლარს ითხოვდნენ.

სკანდალური საქმეზე ადვოკატს, ლალი აფციაურს, ახლა საუბარი არ უნდა. კურიერის ინფორმაციით, მაშტაბური კორუფციული სკანდალის გახმაურებისგან თავის შეკავება მმართველმა პარტიამ ადვოკატს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო სთხოვა და დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ პრობლემას მოაგვარებს.

შუამავალი კურიერის ინფორმაციით, გლუშკოვების ოჯახსა და მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის სუს-ის თანამშრომელი, ოთარ გაბუნია, იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მამუკა ვასაძის და გიორგი გოგაძის დავალებით, გაბუნია საქართველოში ჩამოსულ ალექსანდრე გლუშკოვის ცოლს შეხვდა და 300 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ძმების გათავისუფლებას და მათთვის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდა.

როგორ ხდებოდა გლუშკვებისთვის თანხის გამოძალვა მაღალჩინოსნების მიერ დაკავებამდე და დაკავების შემდეგ, მტკიცებულებები, კურიერის ინფორმაციით, არსებობს. მათ შორის, არსებობს აუდიოჩანაწერიც, რომელშიც ალექსანდრე გლუშკოვი თაღლითური სქემის ორგანიზატორად პირდაპირ პროკურორი მოადგილეებს ასახელებს.

დღის ამბები