03 მაისი 2024,   09:58
ვრცლად
"ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“ - ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნაზე საუბრობს

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის მორიგი ტესტი იქნება - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ.

მეორე ტურის შუაკვირაში, სამუშაო დღეს დანიშვნა უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის.

კურიერთან“ საუბრისას ლინას ლინკევიჩუსი თავად დაინტერესდა ამ საკითხით და განაცხადა, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა გარკვეულ ეჭვებს ნამდვილად ბადებს.

„არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი გამჭვირვალობის კუთხით, როგორ არის ორგანიზებული რეფორმების გატარება, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს. რადგან ხელისუფლების შეცვლამ ან არ შეცვლამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა რეფორმების მოტივაციაზე.

კერძოდ, რასაც ველით საქართველოსგან ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ტესტი კი საკმაოდ გადამწყვეტია.

- თარიღი უკვე დანიშნულია ? მაშინ ნება მომეცით დავამატო. თარიღი ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზია. რადგან რბილად რომ ვთქვათ, შუაკვირაში დანიშვნა არატრადიციულია. არ ვიცი რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხმის მიცემის პროცესში თავისუფალ და გამჭვირვალე მონაწილეობას. ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“- აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემირი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი ფიქრობს,რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველომ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. რაც შეეხება არჩევნების დანიშვნის თარიღს რეინდერსი ამბობს, რომ ეს ქვეყნის გადასაწყვეტია, თუმცა ბელგიაში არჩევნები ყოველთვის უქმე დღეს ტარდება.

„სასიამოვნო იქნება ახალ არჩეულ პრეზიდენტთან ერთად მუშაობა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ დაიკავებს ამ პოსტს. რაც შეხება თარიღს, მისი შერჩევა თავად ქვეყანაზეა დამოკიდებული. მაგალითად ბელგიაში ტრადიციულად არჩევნები ყოველთვის კვირა დღეს ტარდება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ასე რომ შევხედავთ“- აცხადებს ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემირი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი.

დღის ამბები