22 დეკემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვაზე - ეკა გიგაური პროკურატურაში მივიდა

ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს პროკურატურაში ელოდებიან.

ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და ირმა პავლიაშვილი, სამართალდამცველებმა არჩევნების გაყალბების ტოტალურ სქემაზე უნდა გამოკითხონ. სკანდალური განცხადება მესამე სექტორის წევრებმა გუშინ გააკეთეს.

საგამოძიებო უწყებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ადვოკატთან ერთად უკვე მივიდა. ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამომძიებლებსაც იგივე ინფორმაციას მიაწვდის, რაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ გაასაჯაროეს. 

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავალება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაებეჭდათ ყალბი პირადობის მოწმობები. რა ტიპის პირადობის მოწმობები, არის თუ არა ეს ყველაფერი მასიური ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვიჟღერებია არც განცხადებაში, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს განცხადებაში გავაჟღერეთ, ეს იყო წალენჯიხა და გარდაბანი, დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცით. საუბარი იყო, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებში, ჩვენ ჩვენს განცხადებაში არ დაგვიკონკრეტებია, რა ტიპის პირადობებს გასცემენ, აქედან გამომდინარე, დასაშვებია ის, რომ რეგიონებში დაიბეჭდოს ძველი პირადობის მოწმობები, ეს დამტკიცდა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები