04 დეკემბერი 2024,   13:20
ვრცლად
რატომ არ დაიწყო შსს-მ რუსი რეჟისორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა - გახარია განმარტებას არ აკეთებს

„შეგვიძლია, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ქვეყანაში არ შემოვუშვათ,“- ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსი რეჟისორები საზღვარზე არშემოშვებასთან  დაკავშირებით გააკეთა. გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ რუსეთის სამი მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს.

უწყებამ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, რუსი რეჟისორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყო.

რუსული დელეგაციის წევრები, რომლებიც დღეს თბილისში რუსული კინემატოგრაფიის ფესტივალზე დასასწრებად ჩამოდიოდნენ, ერთი წლის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ და იქ სამხედრო ღონისძიებებსაც ესწრებოდნენ.

რუსი რეჟისორები ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არ ჩასულან და რეგიონში რუსეთის გავლით შევიდნენ.

„გზაში ვიყავით, ეს რომ ხდებოდა, რეალურად ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი სხვადასხვა საბაბი გვაქვს და შეგვიძლია, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ქვეყანაში არ შემოვუშვათ, რაც გავაკეთეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

“პაემანი რუსეთთან” - კინემატოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული რუსი რეჟისორები საქართველოში არ შემოუშვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები