19 დეკემბერი 2024,   05:04
ვრცლად
დაჭრილი ნოდარ ბურდილაძე - გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა  

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. არსებული ცნობით, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. თერჯოლის კლინიკაში, ბურდილაძის ოპერაცია 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ოპოზიციის წარმომადგენელი თერჯოლიდან თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში ოჯახის თხოვნით გადმოიყვანეს. ნოდარ ბურდილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამ წუთებში, გაერთიანებული ოპოზიცის წევრები ღუდუშაურის კლინიკასთან იკრიბებიან.

„ეს არის ივანიშვილის დამკვიდრებული სტანდარტი, როდესაც კრიმინალი არის ხელშეწყობილი და წახალისებული, არის დაუსჯელობის სინდრომი, ხდება პოლიტიკურ ოპონენტებზე პოლიტიკური ანგარიშსწორება. გვახსოვს ახალქალაქი, კახეთი, რაჭა. ეს არის შეშინებული ადამიანების ქმედება, რადგან „ქართულ ოცნებას“ ადარდებს ძალაუფლების შენარჩუნება და მათი დაკარგვის შიში ამოძრავებთ,“ - განაცხადა ოთარ სირაძემ.

სირაძის თქმით, მომხდარი ფაქტის დროს გამოყენებულია ცივი იარაღი, ერთი არის დანა, ხოლო მეორე ე.წ. სპიცი.

„ბუნებრივია, ჩვენც ესე ვვარაუდობთ, რომ არ შეიძლება ერთ ადამიანს ჰქონოდა ორი სხვადასხვა ტიპის იარაღი და ერთდროულად გამოეყენებინა. ამიტომ, ამ კონფლიქტში მონაწილეობდა ერთი ნოდარ ბურდულაძე და ორი ის ადამიანი, ვისგანაც მიიღო მან ეს დაზიანებები და ჭრილობები. ამიტომ, ეს გამოძიებისთვის, არ უნდა იყოს დიდი სირთულე, ამის გამოძიება,“ - განაცხადა ოთარ სირაძემ.

”გაერთიანებული ოპოზიციის” ონის რაიონული ორგანიზაციის წევრი, შოთა ჯაფარიძე ამბობს, რომ დაპირისპირება თავად დაჭრილის, ნოდარ ბურდულაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

„ვნახე, რომ ჭრილობა აქვს ერთი გულ-მკერდში და მენჯის ძვალზე აქვს ჭრილობა. მანქანას წინა პაკრიშკა აქვს გახეთქილის, მძღოლის მხარეს, ფარი აქვს გატეხილი და ძალიან დიდი დარტყმა არ ჰქონდა მანქანას, რამ გამოიწვია, ნამდვილად არ ვიცი,“ - ამბობს შოთა ჯაფარიძე.

ონის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ორი დღის წინ საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ და ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. 

 

 

 

დღის ამბები