23 დეკემბერი 2024,   15:28
ვრცლად
თურქეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ექსტრადირება არ უნდა მოეხდინა - ადვოკატი მინდია გორაძის გათავისუფლებას ადასტურებს

კანონიერი ქურდის მინდია გორაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ლავას ოღლის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ დაადასტურა.

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ გორაძის გათავისუფლება თურქეთის საპატიმროდა ლოგიკური იყო.

„აღნიშნული ინფორმაცია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი დადასტურებულია და იგი თავისუფალია.

ეს ასეც უნდა ყოფილიყო და უკანონობას ვერაფერს ვხედავთ. თურქეთის სასმართლომ არ ჩათვალა, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო და ეს ლოგიკურია, ჩვენ სწორედ მაგას ვამბობდით, რომ უკანონობა იქნება მისი საქართველოში ექსტრადირება, რადგან მის მიმართ ბევრ უკანონობას ჩადის ჩვენი სახელმწიფო და აბსოლუტურად ლოგიკურია, რაც მის მიმართ განხორციელდა,“-ამბობს კობაიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები