23 დეკემბერი 2024,   03:35
ვრცლად
წითელ ხიდზე ტაქსი დააყაჩაღეს - თავდამსხმელებმა მძღოლი და მგზავრები სცემეს 

შეიარაღებული თავდასხმა წითელ ხიდზე - ტაქსს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა. მანქანაში მყოფ პირებს თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტაქსის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გატაცებულია გარკვეული ოდენობის თანხა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაზარალებული ტაქსის მძღოლის შვილი აცხადებს, რომ გზაზე მოძრავ მანქანას რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გზა გადაუღობა და მგზავრებს გაზის იარაღიდან ესროლა.

„მამაჩემი ტაქსისტია. წითელი ხიდიდან კლიენტები მოჰყავდა. დაახლობით დილის 10 საათზე ამ გზაზე ბეემვეს მარკის მანქანა დაედევნა და გზა გადაუღობა. შემდეგ 4-5 ნიღბიანი პირი გადმოვიდა მანქანიდან, ისროლეს გაზის იარაღიდან, ყველა ნახევრად გათიშული იყო. მამაჩემი სასტიკად უცემიათ. კლიენტებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გარკვეულ ოდენობით ფული და მანქანის გასაღები წაუღიათ. სისხლის კვალი აქ ახლაც ჩანს. მამაჩემი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”- ამბობს ინურ მამედოვი.

აღნიშნულ ფაქტს თვითმხილველიც ჰყავს, რომელიც ჰყვება, რომ წითელ ხიდზე ყაჩაღობის და ქურდობის ფაქტს პერმანენტული ხასიათი აქვს.

„ჩვენ წითელი ხიდიდან მოვდიოდით და ეს ფაქტი დაგხვდა გზაზე. რომ ჩამოვედი ჩემი თანასოფლელი ტაქსისტი დასისხლიანებული ვნახეთ. ვიღაც ნიღბიანები მას და მანქანაში მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული წაართვეს. ყველაზე სასტიკად ტაქსისტია ნაცემი. ნაცემი პირები რომლებიც ტაქსში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ. საშინელება ხდება, აქ ყოველდღე ქურდობა და ყაჩაღობაა“- აცხადებს ეჰტირამ აჰმედოვი.

დღის ამბები