22 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ზეწოლა, მუქარა, ძალადობა - საარჩევნო პროცესის მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავდნენ 

ზეწოლა, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა - ასე ახასიათებს არჩევნების მეორე ტურს სამი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია. გაიზარდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა ფაქტები. 

ის, რაც დასკვნაში ჩაწერეს, მოუყვნენ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას. შეხვედრაზე კითხვები უცხოელი პარტნიორების მხრიდან ძირითადად არჩვენების შუა კვირაში ჩანიშვნაზე, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვალების განულებასა და მათ სავარაუდო მოსყიდვაზე ჰქონდათ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებსაც შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა კითხვებზე კურიერს დღესაც არა უპასუხა, გრიგოლ ვაშაძე კი ამ შეხვედრის შემდეგ, როგორც თვითონ განმარტა, დარწმუნდა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას გაყალბების მცდელობას არა აპატიებენ.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ერთი დღით ადრე კი ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მათ შორის ODIHR-ის მისია, NDI, IRI და ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს შეხვდნენ.

ტოტალიტარული აზროვნების წინაპირობა - ასე შეაფასა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა წინასაარჩევნოდ, მათი კრიტიკული შეფასებების გამო.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, მკვეთრ ნეგატიური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს შემდეგ, ხვალ მეორე ტური დემოკრატიის მორიგი ტესტია ქვეყნისთვის.

 

 

ავტორი: თათია წოწონავა 

 

დღის ამბები