23 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა რუსთავში - ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში დევნილებს ფულადი დახმარება დაურიგეს

ამომრჩევლის მოსყიდვა რუსთავში. "კურიერს" სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში დევნილებისთვის ფულადი დახმარება რიგდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შტაბის ხელმძღვანლის, ნონა გულბანის დახმარებით, ის დევნილი მოსახლება, რომელიც ხმას სალომე ზურაბიშვილს აძლევს, ერთჯერად დახმარებას არჩევნების წინა დღეს იღებდა. მათ შესახებ ინფორმაცია მიეწოდა უბნის კოორდინატორებს.

"კურიერის" ჟურნალისტი ნონა გულბანს დაუკავშირდა და მას, როგორც რუსთავში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი, ისე გაეცნო - შტაბის ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრის დროს გავრცელებული ინფორმაია დაადასტურა. ადგილზე მისული გადამღები ჯგუფის გამოჩენას კი მისი გაღიზიანება მოჰყვა.


დღის ამბები