19 დეკემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს, მართლაც სრულიდან ახალი მომავალი" - გიორგი ვაშაძე

საკუთარი არჩევანი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უკვე დააფიქსირა. მისი განცხადებით დღეს საქართველომ სრულიად ახალი მომავალი უნდა აირჩიოს და ქვეყანამ განვითარება ახალი ფურცლიდან დაიწყოს.  

"პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს, მართლაც სრულიდან ახალი მომავალი, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება, უნდა დავიწყოთ ის რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის რაც  დღს ხდება ქვეყანაში,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ვაშაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას, არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. 

"რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას, ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ სააღჩვნო პერიოდში, ეს ალბათ მსფოლიო სახელმძღვანელოებში შევა, წინასაარჩვნო პროცესის აი, ესეთი უდიერად მოპყორბა კანონთან, ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურეად, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან. მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყანარად მივედით მეორე ტურამდე. მე მთავრი, რასაც მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს, მოდით საარჩევნო უბანზე, მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენი ბიულეტინი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ, ეს უნდა გვახსოვდეს აბსოლუტურეად ყველას და მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას,"- განაცხადა, გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, იმ დაღვევების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამ დროისათვის მათი გუნდის მიერ არის დაფიქსირებული. მისი განმარტებით, გურჯაანის რაიონში, ამომრჩევლები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებლას კანონის არსებობა შეახსენა და მათ მისი დაცვისაკენ მოუწოდა. 

"რაც შეეხება, დარღვევებს ამ წუთისთვის, რაც მასიურად ფიქსირდება სამწუხაროდ ყველგან და განსაკუთრებით გურჯაანიის რაიონში. აიძულებენ ადამიანებს გახსნილი ბიულეტინებით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ეს არის პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად ექნბება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ, ისევ და ისევ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით. ელემენტარული ნორმები დაიცავით და შეეშვით ამ ძალადობას, რაც ეხლა ამ წუთბში გრძელდება თქვენი მხრიდან," - აღნიშნა, გიორგი ვაშაძემ.  

დღის ამბები