24 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
მოქალაქეთა ფოტოებიანი სიები - არჩევნები თბილისში დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

დარღვევბისა და ზეწოლის ფონზე  მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში. ყველა საარჩევნო უბანში "ქართული ოცნების" კოორდინატორებს მოქალაქეთა ფოტოებიანი სიები აქვთ, რომელთა ქონაც კანონის თანახმად,  მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. 

"კურიერის" გადამღები ჯგუფის მიერ გადაღბულ კადრებში, კი კარგად ჩანს მოქალაქეთა ფოტოებიანი სიები, რომლებიც საარჩევნო უბნების სიახლოვეს  “ქართული ოცნების“ აგიტატორებს ავტობუსებში აქვთ. "კურიერის" ჟურნალისიტისა და ოპერატორის მიმართ ისინი, საკმაოდ აგრესიულები იყვნენ და კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებდნენ.  "კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდათ მათ ეს სიები ხელში, ისინი კითხვაზე პასუხს თავს არიდებნენ და აცხადებდნენ, რომ მათ ქმედებებში კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

“ქართული ოცნების“ აგიტატორები ამ დრომდე რჩებიან,  ჩუღურეთის რაიონში, ჩხეიძის ქუჩაზე N96 ბაგა-ბაღში განთავსებულ 4-ე და 5-ე საარჩვნო უბნების ტერიტორიაზე. 

დღის ამბები