27 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
"ჩვენი მონაცემებით, გამარჯვებული ამ არჩევნებში არ შეიცვლება და ეს სალომე ზურაბიშვილია" - "ედისონ რისერჩის" ხელმძღვანელი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რუსთავი2-ის დაკვეთით ეგზიტპოლები ამერიკულმა კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ეს ედისონ რისერჩის რიგით მეხუთე ეგზიტპოლია საქართველოში და მისი ცდომილება სამ პროცენტს შეადგენს.

მისი თქმით, დაახლოებით, 50% დასთანხმდა ინტერვიუს იმ მოქალაქეებიდან, რომლებსაც გამოკითხვისთვის კომპანიიის წარმომადგენლებმა მიმართეს. ამასთან, ინტერვიუები ჩატარდა 115 საარჩევნო უბანზე.  

ამ დროსითვის გამოქვეყნებული ეგზიტპოლები, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, 5 საათის მონაცემებს ასახავს, თუმცა, სურათი დიდად არ შეიცვლება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია.

„კიდევ სამი საათია ხმის მიცემის, რომელსაც ვითვლით. საუბარია 10%-იან სხვაობაზე - 55% სალომე ზურაბიშვილს და 45% გრიგოლ ვაშაძეს. ეს არის წინასწარი შედეგები, შეიძლება ისინი შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი მონაცემებით, გამარჯვებული ამ არჩევნებში არ შეიცვლება და ეს სალომე ზურაბიშვილია,“ - განაცხადა ედისონ რისერჩის დირექტორმა. 

დღის ამბები