19 დეკემბერი 2024,   05:07
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის გეგმები - ხვალ 18:00 საათზე ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრა შედგება 

გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ 18:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ აზრი მხარდამჭერებს უნდა ჰკითხოს და მათგან პოზიცია მოისმინოს. 

ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ელოდებიან. 

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, ამას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ თუ არა არჩევნები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საბოლოო შეედ3გვს ველოდებით, რომელიც ცესკომ უნდა მოგვაწოდოს, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს. მაგრამ სახიფათო ინციდენტები გრძელდება. ლაგოდეხში სროლა იყო, მარნეულში დაძაბული ვითარებაა, არ გაჩერებულა ჩვენი ქოლცენტრი ზარებისგან, რომელიც ჩვენი მხარდამჭერებისგან, აქტივისტებისგან შემოდის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი, ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები, ამისთვის ხვალ საღამოს 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები