19 დეკემბერი 2024,   22:17
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი 59,6 %, გრიგოლ ვაშაძე 40,4% - ცესკო-მ ხმების თითქმის 100 პროცენტი უკვე დათვალა

ცესკო-მ ხმების თითქმის 100 პროცენტი უკვე დათვალა. წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის სხვაობა თითქმის 20 პროცენტია. სალომე ზურაბიშვილს 59,6 %, გრიგოლ ვაშაძეს 40,4 % აქვს, რაც ხმებში ასე გამოიხატა: ზურაბიშვილი მილიონ 143 960, ვაშაძე - 775 302. 

თუ ამ მონაცემებს პირველ ტურს შევადარებთ - ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ​ამჯერად, თითქმის 528 ათასით მეტი ხმა აიღო, ოპოზიციის წარმომადგენელმა კი 173 ათასით მეტი. პირველ ტურში კანდიდატებს შორის განსხვავება 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. 

მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს საქართველოში მდებარე ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ორისა - რუსთავსა და თელავში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა - კანდიდატებს შორის განსხვავება თითქმის 3 პროცენტია.

დღის ამბები