14 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა - ადამ გუმაშვილის გარდაცვალებას ოჯახი ადასტურებს

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. სოფელ ჯოყოლოს მკვიდრის, 44 წლის ადამ გუმაშვილის, გარდაცვალებას მისი ოჯახის წევრები და თანასოფლელები ადასტურებენ. თუმცა, მათთვის გუმაშვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

გუმაშვილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ირიცხებოდა და დიდი გავლენით სარგებლობდა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გავრცელდა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარა, თუმცა, ფაქტი მოგვიანებით არ დადასტურდა.

დღის ამბები