15 მარტი 2025,   01:43
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა დღეს ფლაერები რუსთაველის მეტროსთან დაარიგეს.

      მოსახლეობის დიდი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას მხარს უჭერს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

      გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ბაჩუკი ქარდავას, თქმით, მოსახლეობა ითხოვს, რომ მათი ხმები დაიცვან.

      მოსახლეობა კრიტიკულად აფასებს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და აღნიშნავენ, რომ ის „გამყიდველია“.

      ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას გაერთიანებული ოპოზიცია ხვალინდელ აქციაზე გააჟღერებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათზე დაიწყება.

      დღის ამბები