16 დეკემბერი 2024,   01:59
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე

სპეცოპერაცია თბილისში - გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. 

დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

სასტუმროს პერსონალი ამბობს, რომ სპეცრაზმს ჰქონდა ინფორმაცია კონკრეტულად რომელ ნომერში იმყოფებოდნენ ისინი, რადგან სხვა ოთახები მათ არ შეუმოწმებიათ.

„ხუთი ცხოვრობდა ჩვენთან. პასპორტები უკრაინული ჰქონდათ. უკრაინის მოქალაქეები არიან. 27 -ში შემოვიდნენ ღამე. 27-ში როცა ვიყავი სამნი მოვიდნენ, გუშინ რომ მოვედი დამხვდნენ ხუთნი,"-აცხადებენ სასტუმროში. 

სამართალდამაცვებს კომენტარი ადგილზე არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები