15 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
„დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა" - კახა კალაძე ოპოზიციაზე საუბრობს 

„დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება,“ - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ოპოზიციის ულტიმატუმს, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ეხება. ოპოზიცია მმართველ გუნდს დროს 16 დეკემბრამდე აძლევს.

დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურს და მმართველი გუნდი მათთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.

„დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. პირდაპირ საუბრობდნენ მთელი არჩევნების განმავლობაში რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

„ნახონ როგორ ხდება ასეთი საკითხების გადაწყვეტა კონსტიტუციის დონეზე და ნახავენ, რომ საკუთარი მოთხოვნები სწორედ კონსტიტუციის ნორმებს ეწინააღმდეგებიან. კონსტიტუციური ცვლილებას ახლავს ისეთი ტიპის პროცედურა, რომელიც წარმოუდგენელია მოხდეს მათი სურვილებით და გეგმით. 5 ციფრი მათ ძალიან მოსწონთ ეტყობა და ამის იქით ვერ მიდიან, მაგრამ რაც შეეხება სამუშაო პროცესს, რომელიც ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების დახვეწას ეხება, ამ საკითხზე ჩვენ ვთვლით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მუშაობას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები