19 დეკემბერი 2024,   16:39
ვრცლად
4 მილიონით შემცირებული დაფინანსება - მმართველი გუნდის განცხადებით, ბიუჯეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას შეესაბამება 

ხარჯების ეკონომია თუ მორიგი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად - პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის პარალელურად ადმინისტრაციის დაფინანსება 40% უმცირდება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი არსებულთან შედარებით 4 მლნ ლარით მცირდება.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი სავარაუდოდ საერთოდ გაუქმდება. 2019 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაში ადმინისტრაციის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, ბოლო რედაქციით კი ეს ციფრი 6 მლნ-მდე მცირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ეს თანხა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ახალმა პრეზიდენტმა ის ადმინისტრაციული საქმიანობა განახორციელოს, რაც მის კომპეტენციაში შევა.

"პრეზიდენტისთვის გამოყოფილი რესურსები სრულად შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსებისთვის პროპორციულია. უფრო დეტალურად ალბათ კანონპროექტის ავტორები ისაუბრებენ,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

რაც შეეხება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, ჩუგოშვილი ამბობს,რომ ეს საკითხი მთავრობისა და პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციაში შედის.

ამავე თემაზე
დღის ამბები