02 დეკემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას, გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა რურუა, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. 

„მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

"პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

"მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები