23 ნოემბერი 2024,   07:13
ვრცლად
არ ვაღიარებთ ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად, შესაბამისად ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის - ოპოზიციის პასუხი ზურაბიშვილის ულტიმატუმს 

მთავარი კონკურენტი ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმს პასუხობს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ ის მის ლეგიტიმურობას აღიარებს.

გრიგოლ ვაშაძის სახელით განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გააკეთეს.

მათი თქმით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება.

„ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დაპატიჟებთ თუ არა მთავარ კონკურენტს ინაუგურაციაზე - ჟურნალისტების მიერ დასმული ამ შეკითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ოპოზიციის მხრიდან ინაუგურაციამდე აღიარებული იქნება როგორც პრეზიდენტი.

რაც შეეხება ინაუგურაციას, დეტალები დღეს გაირკვევა,მას შემდეგ რაც საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ზურაბიშვილს შეხვდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები