19 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
რესტორან „წისქვილთან“ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს

რესტორან „წისქვილთან“ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ წყნეთში მოხდა.

მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მიხანაშვილთან ერთად დაჭრილია კიდევ ორი პირი. ერთ-ერთი არის პრობაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭითანავა, ხოლო მეორე დაჭრილი ამავე უწყების მაღალჩინოსანი.

ზვიად მიხანაშვილი ამ დროისთვის სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

რესტორან „წისქვილის“ ადმინისტრაცია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. მათი თქმით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სამართალდამცავებს კამერის ჩანაწერები უკვე ამოღებული აქვს.

„სამწუხაროდ, მე რაიმე ინფორმაციის დადასტურება მიჭირს. ერთადერთი, რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ, გუშინ ნამდვილად მოხდა ინციდენტი წყნეთის „წისქვილში“. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს. არ იყო დახურული ღონისძიება, არც დიდი ღონისძიება არ იყო, ე.წ. ბანკეტიც არ იყო. იყო პატარა მაგიდები და შესაბამისად, ჩვეულებრივი მუშა რეჟიმი იყო. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რამდენადაც სწორად ვიცი, ცოტა გვიან ღამით მოხდა ეს ინციდენტი,“ - ამბობს „წისქვილის“ მენეჯერი, სოფო გორდაძე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის, სავარაუდოდ, ყოფილმა პატიმარმა დაჭრა. შსს-ს ამ დრომდე მიხანაშვილის დაჭრაში ბრალდებული პირი არ დაუკავებიათ თუმცა, ის უკვე იდენტიფიცირებულია. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები