19 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. კიევის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება მორიგი თავდასხმის შემდეგ აიყვანეს.

ჯგუფის 3 წევრი პოლიციამ ცხელ კვალზე, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. გაქცევის მცდელობისას დაიჭრა ერთ-ერთი ბრალდებული. ჩხრეკისას მათ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა აღმოჩნდათ. გამოძიება ამ ეტაპზე დაკავებულების ვინაობას არ ასაჯაროებს.

დღის ამბები