24 ივნისი 2019,   20:40
ვრცლად
ჟურნალ Time-ის წლის ადამიანები ჟრნალისტები გახდნენ

ჟურნალ ტაიმის წლის ადამიანები ჟრნალისტები გახდნენ. რედაქციამ არჩევანი მედიის იმ წარმომადგენლებზე გააკეთა, რომლებსაც, გამოცემის შეფასებით, სიმართლისთვის ბრძოლა სიცოცხლისა და თავისუფლების აღკვეთის ფასად დაუჯდათ.

სიაში პირველი ადგილი საუდელ ჟურნალისტს, ჯამალ ხაშოგის, მიაკუთვნეს. ჟურნალის პირველ გვერდზე ასევე მოხვდა ამერიკული გაზეთის რედაქციაზე თავდასხმის დროს მოკლული 5 ჟურნალისტი.

გამარჯვებულებს შორისაა სააგენტო როიტერსის ორი თანამშრომელიც, რომლებიც ამჟამად მიანმარის ციხეში იმყოფებიან.

წლის ადამიანს ჟურნალი თაიმი 1927 წლის შემდეგ ყოველწელს ასახელებს.

დღის ამბები