24 ივნისი 2019,   20:38
ვრცლად
„მინისტრი უნდა წავიდეს“ - ელენე ხოშტარია დირექტორების დევნაზე პასუხისმგებლობას განათლების მინისტრს აკისრებს

რეპრესიები სკოლებისა და ბაღების ოცნებისთვის არასასურველი დირექტორების წინააღმდეგ - ევროპული საქართველო ია კერზაიას გარდაცვალებას განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევად აფასებს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის, რაც მოხდა ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში, არის სისტემური პრობლემა.

ელენე ხოშტარია განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„მინისტრის პასუხისმგებლობა აქ არის ცალსახა. ის უნდა წავიდეს. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გაუძლოს ადამიანმა, რა სკამზეა ლაპარაკი. რაც არ უნდა იყოს, როდესაც ასეთი რამე ხდება სისტემაში, წარმოუდგენელია ამ თანამდებობაზე დარჩენა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ის, რომ განათლების მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს, არ ნიშნავს, რომ მას მხოლოდ მოუსმენენ და შემდეგ დაბრუნდება სამინისტროში. ელენე ხოშტარიას თქმით პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი.

ხოშტარია აცხადებს, რომ ამ მოვლენიდან კარგად ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს ოცნებას  სახელმწიფო სამსახურის, ადამიანების მიმართ და ხმების მიტაცების მიმართ. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფო სამსახურს აღიქვამს, როგორც საკუთარი აქტივისტების დასაქმების საშუალებას. 

დღის ამბები