26 მარტი 2019,   19:34
ვრცლად
ახალი დეტალები წყნეთში დაჭრილი სამი მაღალჩინოსნის საქმეში - ძებნილი ყანჩაველის ოჯახი დუმილს არღვევს 

წყნეთში, რესტორან წისქვილში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ოფიციალური ვერსია შესაძლო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ძებნილი გიორგი ყანჩაველის ოჯახი დუმილს არღვევს და აცხადებს, რომ ინციდენტის პროვოცირება იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მოახდინა, რომელიც ყანჩაველს ცეცხლსასროლი იარაღით შუბლზე მიადო და გასროლით დაემუქრა.

პოლიციის მტკიცებით, ყანჩაველმა რესტორნაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის ორ მაღალჩინოსანი, ჭაბუა გუშარაშვილი და ირაკლი ჭითანავა დანით დაჭრა.

სისხლიან გარჩევას წინ ჩხუბი უძღოდა, თუმცა ხანგრძლივი კონფლიქტის და საქმის გარჩევის დროს პოლიცია რესტორნაში არ მისულა. ირკვევა, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებმა სამართალდამცველები თავადვე არ გამოიძახეს. დღეს საპატრულო პოლიციის უფროსმა კურიერს დაუდასტურა, რომ სამართალდამცველები ადგილზე გვიან მივიდნენ. იმ დროს როდესაც ინციდენტი ამოწურული იყო, თავდამსხმელი გაქცეული, ხოლო დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში კერძო ავტომობილებით გადაყვანილი.

სავარაუდოდ დანაშაულის ადგილზე მტკიცებულებების განადგურებას ხელი თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოქმედმა მაღალჩინოსანმა გიორგი ალადაშვილმა შეუწყო. ალადაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ რესტორანში მომხდარი ჩხუბიდან მეორე დღესვე დაწერა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები