23 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების აღდგენას ითხოვენ

ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვენ. ერთ-ერთმა მეშახტემ ხვიჩა გაბუნიამ ქუთაისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია რა ბედი ელის შახტებს.

გაბუნია ეჭვობს, რომ შესაძლოა შახტები დაიხუროს. შესაბამისად, მიმართავს მთავრობას - აღდგეს მუშაობა და ეტაპობრივად გაუმჯობესდეს უსაფრთხოების პირობები.

მეშახტეები სახელმწიფოს ვადას პირველ იანვრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები