27 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

შეერთებული შტატების შემდეგ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ავსტრალიამაც აღიარა.

ოფიციალური განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

სკოტ მორისონის ინფორმაციით, კანბერამ წმინდა ქალაქთან და ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში პოზიცია მნიშვნელოვნად შეცვალა.

პრემიერის განცხადებით, ოფიციალურ დოკუმენტებში ისრაელის დედალაქად იერუსალიმი ჩიწერება, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ აღიარების მიუხედავად, საელჩოს თელავივიდან წმინდა ქალაქში გადატანა არ იგეგმება. დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაცვლად კანბერა იერუსალიმში სავაჭრი და თავდაცვის დეპარტამენტებს განალაგებს.

დღის ამბები