13 ნოემბერი 2024,   01:02
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები. 

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ის ყველას პრეზიდენტია. მისი თქმით, იზრუნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს და პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს.

"დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ვიქნები კანონი უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გავაძლიეროთ, ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს ჩააბარებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები