19 დეკემბერი 2024,   08:08
ვრცლად
კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა - გიგა ბოკერია

ძალიან სახიფათო გზაზე დგახართ თქვენთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძის დაკავებას. 

ბოკერიას განცხადებით, კირკიტაძის ციხეში დატოვება იქნება ამ ძალიან რთული ვითარების კიდევ უფრო გართულება და ძალიან სახიფათო გზაზე დააყენებს ქვეყანას.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ თუ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას საღი აზრი გააჩნია, არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.

„მაშინ, როცა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი შემთხვევა გვქონდა ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებული, მათ შორის შავრაზმელი ჯგუფების ჩადენილი ძალადობის, მივარდნის აქციებზე, მოწოდების ძალადობისკენ და არავინ დასჯილი არ არის ამისთვის. დღეს ამ ფონზე, გუშინ უკანონო და ანტიკონსიტუციური ბრძანებების შესრულებისას პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტების გამო, ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის.

საბოლოოდ ამ უკანონო პოლიტიკას გადაჰყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექმნება ჩვენი ქვეყნის არამ არტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის პერსპექტივას,“- აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ახლა განიხილება საკითხი, რამდენად შორს წავა ივანიშვილის რეჟიმი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შელახვაში. 

„კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ოპოზიციური სპექტრისთვის უტიფარ გზავნილს, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე,  აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებსმ ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის ჯგუფებთანმ“- აცხადებს ბოკერია.

დღის ამბები