19 დეკემბერი 2024,   05:21
ვრცლად
სამართალდამცველებმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ, შოთა დალაქიშვილზე ძალადობაში ბრალდებულები დააკავეს

სამართალდამცველებმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ, შოთა დალაქიშვილზე ძალადობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა თავად შოთა დალაქიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა მას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს. საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, ორივე დაკავებული დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ვიდეომასალის შესწავლა გრძელდება.

დღის ამბები