19 დეკემბერი 2024,   07:50
ვრცლად
დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას უფლებადამცველები გაასაჩივრებენ

დავით კირკიტაძის ადვოკატები, გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარის, დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილებას, 48 საათში გაასაჩივრებენ. უფლებადამცველები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის უფლებადამცველები, პატიმრობის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. პროკურატურა კი მთავარ არგუმენტად, დავით კირკიტაძისთვის უკვე შეფარდებული გირაოს პირობებში ჩადენილ დანაშაულს ასახელებს.

„სიმბოლური იყო რომ მოსამართლემ ადგილზე თათბირით გამოიტანა გადაწყვეტილება. ესეც ბევრის მეტყველია - მაშინ, როცა დაცვამ წარუდგინა უამრავი ახალი ინფორმაცია, წარუდგინა 30-მდე დეპუტატის თავდებობის  წერილი, რომელიც მინიმუმ გაანალიზებას საჭიროებდა.

"ძნელი წარმოსადგენია, რას დაუდებს პატიმრობის გამოყენებას, რომ თუ არა პატიმრობა კირკიტაძე მიიმალებოდა, ან ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე, მაშინ როცა ყველა მოწმე პოლიციის თანამშრომელია. ის ბრალდება, რასაც ედავებიან, აღბეჭდილია ვიდეოკადრში“-ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები