19 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
„ევროპული საქართველო“ საწვავზე აქციზის ფასის შემცირებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ საწვავზე აქციზის ფასის შემცირებას ითხოვს. დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია, ნიშნული 2016 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდეს.

დეპუტატის განმარტებით, ბენზინის გაძვირების პარალელურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია აქციზზე გადასახადის განახევრება.

„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა აქციზი საწვავზე, ამან გამოიწვია  ფასები ისეთი ზრდა, რომ ძალიან გაუჭირდა ჩვენს მოქალაქეებს და ახლა, როდესაც მუდმივად იზრდება საწვავზე ფასები, აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნება ანუ განახევრება იქნებოდა ძალიან სერიოზული შეღავათი ჩვენი მოქალაქეებისათვის.

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს კიდევ უფრო მეტად გაუძვირდეთ ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს. გაუძვირდეთ იმით, რომ გაიზარდოს უკვე სამომხმარებლო გაზის ტარიფი, რაც ასევე დაარტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები