19 დეკემბერი 2024,   06:52
ვრცლად
"როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ვის წარადგენდა" - ეკა გიგაური

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. სალომე ზურაბიშვილმა ამ პოსტზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა. საქართველოს პრეზიდენტმა ეს კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა, თუმცა ირკვევა, რომ ამ კონსულტაციებში არ იყო ჩართული საქართევლოში არც ერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია. 

"ისეთ სიჩქარეში და ისეთ ფორმატში მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება, რომ ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტური ფორმალობა ამიტომ, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ვის წარადგენდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მას, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა მოახდინოს,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიწვევა ორი სამი საათით ადრე მიიღო და მისვლა ვერ მოახერხა. თუმცა იცის, რომ შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. 

"მიწვევა ნამდვილად მივიღეთ, უბრალოდ ეს იყო რაღაც ეს ემ ეს კომუნიკაციის სახით ორი-სამი საათით ადრე შეხვედრამდე, ფიზიკურად ვერ მოხერხდა, რომ ამ შეხვედრაზე ვყოფილიყავით, თუმცა, როგორც ვნახეთ, თავად შეხვედრა იყო იქ ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამწუხაროდ შეხვედრაც არ იყო ძალიან საქმიანი და ფორმალურ ხასიათს უფრო ატარებდა,"-ამბობს მიხეილ ბენიძე. 

დღის ამბები