26 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებს მგლები შეესია - დაკბენილია რამდენიმე ადამიანი

წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებს მგლები შეესია. ადგილობრივების თქმით, დაკბენილია რამდენიმე ადამიანი, ასევე ცხვრები და ძაღლები. თვითმხილველები ამბობენ, რომ მგლები ხალხს ეზოებში უვარდებიან და მათ ღამით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ.

მოსახლეობა ითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა გამოყონ მონადირეები და ადგილობრივებს მისცენ ტყვიები, რათა დროულად მოგვარდეს პრობლემა.

დღის ამბები