20 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
ნაძვების ჭრაზე კონტროლი გამკაცრდა

ნაძვების ჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - გარემოს დამცველებმა ხის ჭრის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირეს.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომანქანები, რომლითაც ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეების ტრანსპორტირება დოკუმენტაციის გარეშე ხდებოდა.

კანონდამრღვევებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გარდა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო თუ ზიანის თანხა 1000 ლარს აღემატება, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

დღის ამბები