24 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
ირანმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმს გადახედოს

ირანმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმს გადახედოს - ამის შესახებ ირანული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის მეჯლისის წევრმა ალირეზა რაჰიმიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუ საქართველო 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს ვერ შეასრულებს ან შესრულებაზე უარს იტყვის, თეირანმა შესაძლოა დოკუმენტს გადახედოს.

ირანელი პარლამენტარის ამ განცხადებას წინ რამდენიმე შემთხვევა უძღოდა. გავრცელებული ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს საზღვარზე ირანის ასობით მოქალაქე გააჩერეს და საჭირო დოკუმენტაცის ქონის მიუხედავად, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ინფორმაციას საქართველოში ირანის საელჩოც ადასტურებს.

დღის ამბები