23 დეკემბერი 2024,   08:44
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი და მწვავე რეაქციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე  

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე ისევ უზენაეს სასამართლოში ბრუნდება, ამჯერად უვადოდ. ასეთია იუსტიციის უმაღლესის საბჭოს გადაწყვეტილება. მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ამჟამად სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა, ერთ-ერთია 10 დასახელებულ კანდიდატს შორის. ამ გადაწყვეტილებას სხდომაზევე არამოსამართლე წევრების მწვავე პასუხი მოჰყვა.

10 დასახელებული კანდიდატი, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, უვადოდ განმწესდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 მოსამართლე წევრმა ორ კვირიანი კონსულტაციების შემდეგ შეარჩია. მიხეილ ჩინჩალაძის გარდა, კანდიდატებს შორის არინ, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, მერაბ გაბინაშვილი, პაატა სილაგაძე. წარდგენილ კანდიდატებს შორის 2 საბჭოს მოქმედი წევრია, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესის სასამართლოს მოსამართლედ ჯერ კიდევ 2007 წლიდან მუშაობდა. ოფიციალური მონაცემებით, ათ წლიანი საქმიანობის პერიოდში მას მხოლოდ 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული. არასამთავრობოების შეფასებით ეს 10 წლის მანძილზე თვეში დაახლოებით ორ საქმეს შეადგენს. მაშინ, როცა სხვა მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ძველი, კორუმპირებული კლანი. ასეთი შეფასებები მოყვა ოპოზიციაში მიხეილ ჩინჩალაძის დასახელებას. მათი შეფასებით, თუ პარლამენტი ამ შემადგენლობას დაამტკიცებს, ქვეყანას უახლოეს 30 წელი აღარ ეყოლება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მთავარი პრობლემა იყო.

დასახელებული კანდიდატები უკვე გადაეგზავნა პარლამენტს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები