19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
თავდასხმა ვენაში - დაჭრილია 5 სასულიერო პირი

ავსტრიელი სამართალდამცველები ორ დამნაშავეს ეძებენ, რომლებიც ვენის ერთ-ერთ ეკლესიაში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ. თავდასხმის დროს 5 სასულიერო პირი დაიჭრა. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

თავდამსხმელებს ისინი 4 საათის განმავლობაში დაბმული ჰყავდათ. ბერებს დამნაშავეები ფულსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. დაჭრილი სასულიერო პირები მონასტერში პოლიციელებმა იპოვეს. ისინი მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ. თუმცა ვერც ზუსტ მოტივს ასახელებენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველთა ქვედანაყოფებია მობილიზებული.

დღის ამბები