19 დეკემბერი 2024,   11:09
ვრცლად
"ვურჩევ ყველას, რომ რეგლამენტს თავად სცენ პატივი" - ბესელია კობახიძეს პასუხობს

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებას პასუხობს. ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც თანაგუნდელს ბრალს გედევან ფოფხაძის რეგლამენტის დარღვევით არჩევაში სდებს, გაუმართლებელს უწოდებს.

ბესელია განმარტავს, რომ პროცედურა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ასარჩევად ჩატარდა სრულად შეესაბამება რეგლამენტს. კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს თავად დაიცვას რეგლამენტი.

„მე რეგლამენტს კარგად ვიცნობ, რეგლამენტს პატივს ვცემ და პროცედურის დაცვით მოხდა ყველა გადაწყვეტილების მიღება. რეგლამენტის დარღვევა იყო ახლა ბიუროზე, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ბიუროს ეს ცნობად მიეღო, განმარტებები გაკეთდა.

ვურჩევ ყველას, რომ რეგლამენტს თავად სცენ პატივი იმათ, ვინც სხვას მიუთითებს რეგლამენტის დარღვევაზე,“-ამბობს ბესელია.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დღეს ოფიციალურად დატოვა. დღესვე კანონმდებლებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ის თავმჯდომარის თანამდებობას შეასრულებს. ახალ თავმჯდომარეს კი დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე აირჩევენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები