26 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
აშშ-ს მოქალაქე, რომელიც მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს მეგობრის ქორწილზე დასასწრებად იმყოფებოდა

მოსკოვში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკის მოქალაქე მეგობრის ქორწილზე დასასწრებად იმყოფებოდა და უდანაშაულოა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლ უილანის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა შეერთებული შტატების მოქალაქე 28 დეკემბერს დააკავა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

პოლ უილანი 1994 წლიდან ამერიკის საზღვაო ქვეითთა ძალებში მსახურობდა. არმიიდან ის 2008 წელს ქურდობასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაითხოვეს. ამ დროისთვის დაკავებული ავტომობილის ნაწილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში მუშაობს.


დღის ამბები