18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზებზე ძირითადად მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვები მხოლოდ ფარავნის უღელტეხილზე, ნინოწმინდის მიმართულებით არის დაწესებული, სადაც ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, დღის ბოლომდე აღნიშნულ გზაზე  მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგება, შეზღუდვა დარჩება მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევარად მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ყველა სხვა მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა თავისუფალია.  

დღის ამბები