18 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
"ადამიანები ცდილობენ, წარმოაჩინონ „ქართული ოცნება“ ცუდად" - სოფო კილაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რასაც მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა, განმარტებები საპარლამენტო უმრავლესობაში გააკეთეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, სიაზე ჯერ არ უმსჯელიათ. განახლდება თუ არა სია, ე.წ. ძველების გუნდის მოთხოვნის შესაბამისად, ე.წ. ახლების გუნდი ამაზე ჯერ არ საუბრობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ჯერ უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები, თუ როგორ მოხდება განახლებული სიის წარდგენა.

„კრიტერიუმები არის ჯერჯერობით დასადგენი, როგორ მოხდება განახლებული სიის წარმოდგენა პარლამენტისთვის, ასე რომ დამატებით ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყება სესიის განახლებისთანავე, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ვინც არიან აქტორები ამ სიტუაციაში. ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც საზოგადოებისთვის, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისი კრიტერიუმების შემდეგ, მოხდება განახლებული სიის წარმოდგენა, რაზეც პარლამენტი იმსჯელებს,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კი კონკრეტული პირები ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, ვრცელდება ძალიან ბევრი ინფორმაცია და კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, წარმოაჩინონ „ქართული ოცნება“ ან „ქართული ოცნების“ ნაწილი ძალიან ცუდად და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას საზოგადოებაში. ძალიან ნათლად თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ  ამაზე კონსულტაციები საერთოდ არ გვაქვს, გუნდში უნდა ვიმსჯელოთ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები